გაეროს უშიშროების საბჭოს კონსოლიდირებული სია

2021 წლის 14 აპრილს ძალაში შევიდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის  შესახებ“  საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კანონის 41-ე და 42-ე მუხლები.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, გაეროს შესაბამისი სანქციათა კომიტეტის მიერ განსაზღვრულ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს ამ კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

არსებული რეგულაციების თანახმად, ადვოკატებმა/საადვოკატო ბიუროებმა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე საჭიროა განხორციელონ კლიენტის გადამოწმება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მიღებული რეოზლუციების შესაბამისად სანქციადაკისრებულ პირთა ერთიან, მუდმივად განახლებულ სიაში: https://www.un.org/securitycouncil/content/un-sc-consolidated-list

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი